loader

აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართული საპროტესტო აქციის დროს ორ პოლიციელს ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართული საპროტესტო აქციის დროს ორ პოლიციელს ესროლეს

აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართული საპროტესტო აქციის დროს ორ პოლიციელს ესროლეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალაქში ათასობით ადამიანის პროტესტი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა ბრეონა ტეილორის დაღუპვაში პირდაპირ სამიდან არცერთი პოლიციელი არ დაადანაშაულეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ეროვნული გვარდია განათავსეს. ლუისვილის მერმა გრეგ ფიშერმა სამი დღით, 21:00-დან 06:30 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა.

მიმდინარე წლის 13 მარტს 26 წლის ბრეონა ტეილორის სახლში პოლიციელები შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.