loader

დღეიდან აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა

აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ მოაწერა.

დღეიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე "კომენდანტის საათიც" წესდება, რომელიც ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იმოქმედებს. რეჟიმი ვრცელდება ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე.

"კომენდანტის საათის" პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.