loader

რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე? - „ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე? - „ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს"

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

„ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი ჯარის დანაკარგების შესახებ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნავს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხურ მხარეს უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს, რომ „აზერბაიჯანი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს“.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს.