loader

უმძიმესი კადრები მთიანი ყარაბაღიდან - "დაიღუპა 16 ჯარისკაცი, 100-ზე მეტი კი დაიჭრა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები მთიანი ყარაბაღიდან - "დაიღუპა 16 ჯარისკაცი, 100-ზე მეტი კი დაიჭრა"

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების დროს მინიმუმ 16 სამხედრო და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო მთიანი ყარაბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მათი მხრიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარე კი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა სომხეთის იერიშებს უპასუხეს და სომხური მხარის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გარდაცვლილია ერთი ოჯახის ხუთი წევრი. აზერბაიჯანი ასევე აღნიშნავს, რომ მისმა ძალებმა აიღეს კონტროლი შვიდ სოფელზე.