loader

"მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება, მოკლულია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ორი ბავშვი" - ილჰამ ალიევი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება, მოკლულია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ორი ბავშვი" - ილჰამ ალიევი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის სკოლის ორი მოსწავლეა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 30 ადამიანი.

ამ საკითხზე განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დანაკარგები, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. მოკლულია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი ოჯახის ხუთი წევრი. მათგან ორი ბავშვია“, - განაცხადა ალიევმა.