loader

"790 განადგურებული აზერბაიჯანელი სამხედრო" - რა ვითარებაა მთიან ყარაბაღში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"790 განადგურებული აზერბაიჯანელი სამხედრო" - რა ვითარებაა მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ამ დრომდე სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 790 ჯარისკაცი გაანადგურა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

„განადგურებულია 790 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, მათგან 180 - ქალბაჯარის რაიონში. აზერბაიჯანულ მხარეს 1900 დაშავებული ჰყავს, განადგურებულია მათი 137 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი“, - განაცხადა ჰოვანისიანმა.

შეგახსენებთ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.