loader

მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ - უკრაინული მედია რესტორნიდან კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ - უკრაინული მედია რესტორნიდან კადრებს ავრცელებს

30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან „Fabius“-ში თავს დაესხნენ. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „სტრანას“ პოლიციაში წყარომ განუცხადა.

„უცნობი მამაკაცი შეიპარა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილისა და რესტორნის დაცვის წევრებმა დამნაშავე დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. თუმცა ის არ დაუკავებიათ. პოლიციის მოსვლამდე მან მიმალვა მოახერხა. თავდასხმის მოტივი ირკვევა“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

ვიდეოში ჩანს, რომ მაგიდასთან, სადაც სააკაშვილი სადილობდა, აუჩქარებლად მიდის მამაკაცი და ესაუბრება. სააკაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი მის გაყვანას ცდილობს. შემდეგ კიდევ ორი ადამიანი მოდის და ეღობება სააკაშვილს, რომელიც განაგრძობს მაგიდასთან ჯდომას.