loader

“ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულეთ“ – “კოზაპრესის“ მთავარმა რედაქტორმა შსს-თან თავი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულეთ“ – “კოზაპრესის“ მთავარმა რედაქტორმა შსს-თან თავი დაიწვა


“კოზაპრესის“ მთავარმა რედაქტორმა, ირინა სლავინამ ნიჟნი ნოვგოროდის შსს-ს შენობასთან თავი დაიწვა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

“წინა დღეებში სლავინას სახლში ძალოვანი უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. იგი ფიგურირებს “ღია რუსეთის“ საქმეში, რომელიც მიხეილ ხადარკოვსკისმ შექმნა და რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი ორგანიზაციაა.
ძალოვანები ბინაში ანგარიშებსა და ბროშურებს ეძებდნენ, როდესაც ვერაფერი იპოვეს, სახლიდან მთლიანი ტექნიკა გაზიდეს, ისე, რომ ირინას მუშაობის საშუალება აღარ ჰქონდა.
სლავინამ შსს-შ შენობასთან ცეცხლი წიკიდა, მისი ჩაქრობა ადგილზემყოფმა შსს-ს თანამშრომლებმა სცადეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.