loader

ახალი სკანდალური კვლევა - "კორონავირუსს სხვადასხვა ზედაპირზე გადარჩენა იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი სკანდალური კვლევა - "კორონავირუსს სხვადასხვა ზედაპირზე გადარჩენა იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული"

Covid-19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება ტელეფონის ეკრანებზე, ბანკნოტებსა და სხვა ნივთებზე 28 დღის განმავლობაში შეუძლია - ამ ინფორმაციას BBC ავსტრალიის ეროვნულ სამედიცინო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს სხვადასხვა ზედაპირზე გადარჩენა იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. წინა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ბანკნოტებსა და მინაზე ორი ან სამი დღის განმავლობაში, ხოლო პლასტიკურ და უჟანგავ ფოლადზე ექვს დღეს შეუძლია გაჩერდეს.