loader

კორონავირუსის ვაქცინაზე კლინიკური ცდები კიდევ ერთმა გიგანტმა კომპანიამ შეწყვიტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის ვაქცინაზე კლინიკური ცდები კიდევ ერთმა გიგანტმა კომპანიამ შეწყვიტა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ი კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ერთ-ერთ მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო წყვეტს.

”ჩვენი გაიდლაინების შესაბამისად, მონაწილის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), ასევე ჩვენი შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ. მოულოდნელი სერიოზული გვერდითი მოვლენის (SAE) დაფიქსირების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან ან საკვლევ პრეპარატთან, ჩვენი კვლევები ჩერდება. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაცია სიფრთხილით გადაიხედება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.