loader

"ტრამპი ერთადერთი ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ეს ადამიანი თავად ტრამპია" - ჯო ბაიდენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტრამპი ერთადერთი ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ეს ადამიანი თავად ტრამპია" - ჯო ბაიდენი

ერთადერთი ასაკოვანი ადამიანი, ვის ჯანმრთელობაზეც დონალდ ტრამპი ზრუნავს, საკუთარი თავია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ფლორიდაში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი უგუნური ქმედებებით კორონავირუსის შეჩერება ვერ შეძლო, რამაც ასაკოვანი ადამიანები სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, მიუხედავად მათი რასობრივი, გენდერული, ასაკობრივი თუ ეთნიკური განსხვავებისა. დროა, გავაერთიანოთ ამერიკა“, - განაცხადა ბაიდენმა. Reuters/Ipsos-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ფლორიდის შტატში ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა 49% უჭერს ხმას, დონალდ ტრამპს კი - 45%.