loader

მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო დაღუპულების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო დაღუპულების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტს კიდევ 36 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე აზერბაიჯანთან დაპირისპირების შედეგად დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 963-მდე გაიზარდა.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახალხო დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა კი მანამდე განაცხადა, რომ 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 37 და დაშავებულია 118 მშვიდობიანი მოქალაქე.