loader

აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 5 თალიბის ლიკვიდაცია განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 5 თალიბის ლიკვიდაცია განხორციელდა

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაცვის მიზნით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ავიადარტყმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთში აშშ-ის ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლკოვნიკ სონი ლეგეტის თქმით, ვარდაკის პროვინციაში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 5 თალიბი მოკლეს.

სონი ლეგეტის განმარტებით, ამ ავიაიერიშით აშშ-ს „თალიბანთან“ თებერვალში მიღწეული შეთანხმება არ დაურღვევია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული ავიაიერიშების გამო „თალიბანმა“ შეერთებული შტატები შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-მა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ავიაიერიშის მიზანი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების „თალიბების“ თავდასხმისგან დაცვა იყო.