loader

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა - "დანიაში შიშობენ, რომ ეს შტამი შეიძლება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა - "დანიაში შიშობენ, რომ ეს შტამი შეიძლება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს"

დანიაში 17 მილიონი წაულის დახოცვის გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა მათ ორგანიზმში მუტაცია განიცადა და შემდეგ ადამიანზე გავრცელდა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ წაულებში მუტირებულ ვირუსს ნაკლები მგრძნობელობა აქვს ანტისხეულების მიმართ, რაც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის გზაზე პრობლემას წარმოადგენს.

ამ დროისთვის 12 ადამიანია გამოვლენილი, რომლებიც კორონავირუსის მუტაციის შედეგად დაინფიცირდნენ. დანიაში შიშობენ, რომ ეს შტამი შეიძლება მთელ დანიაში და მსოფლიოშიც გავრცელდეს.

დანიაში კორონავირუსის მუტაცია 200 ფერმაში დადასტურდა. მანამდე იგივე პრობლემა ნიდერლანდებში გამოვლინდა, სადაც წაულის ფერმებში მილიონობით ცხოველი გაანადგურეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი შემთხვევების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ აი­ანის განცხადებით, ჩატარდება უფრო მასშტაბური კვლევა, რომლის მიზანიც იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ ინფიცირდება ადამიანისგან კორონავირუსით წაულა, ხოლო შემდეგ როგორ ავრცელებს ეს უკანასკნელი ვირუსს ადამიანზე.