loader

"ყარაბაღი ჩვენია, შუშა გათავისუფლებულია" - სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყარაბაღი ჩვენია, შუშა გათავისუფლებულია" - სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა.

"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - განაცხადა მან.

პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი კი უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას მთიანი ყარაბაღის სტრატეგიული ქალაქის - შუშას აღების შესახებ.

„ბრძოლები შუშაში გრძელდება, დაელოდეთ და გჯეროდეთ ჩვენი არმიის“ , - წერს ჰოვანისიანი „ფეისბუკის“ გვერდზე.