loader

ვრცელდება კადრები, როგორ დაესხნენ თავს სომხეთის პარლამენტის სპიკერს - "ნაცემი არარატ მირზოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, როგორ დაესხნენ თავს სომხეთის პარლამენტის სპიკერს - "ნაცემი არარატ მირზოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს"

ერევანში შეკრებილმა დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს სცემეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-ი ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მირზოიანს ოპერაცია უტარდება.

ერევანში შეკრებილმა მომიტინგეებმა მირზოიანი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და სცემეს.

მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.