loader

„ნიკოლ მოღალატე!“ - ერევანში მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ნიკოლ მოღალატე!“ - ერევანში მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ

ერევანში, „თავისუფლების მოედანზე“, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოედანი დემონსტრანტებით გადაჭედილია. შეკრებილები სკანდირებენ: „ნიკოლ მოღალატე!“.

სამართალდამცველები „თავისუფლების მოედნიდან“ მომიტინგეების გაყვანას ცდილობენ. შეგახსენებთ, მანამდე სომხეთის 17 პარტიის საბჭომ დააანონსა, რომ ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. შეკრებილი მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.

საპროტესტო გამოსვლები მაშინვე დაიწყო, როგორც კი ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ საჯაროდ განაცხადა.