loader

მძიმე კადრები ყარაბაღიდან, სადაც სომხები თავიანთ სახლებს წვავენ, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ყარაბაღიდან, სადაც სომხები თავიანთ სახლებს წვავენ, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს

მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ სოფელში, რომლებიც 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, სომხები თავიანთ სახლებს ტოვებენ, ზოგიერთი მათგანი კი სახლებს წვავს კიდეც, - ამის შესახებ BBC-ის მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტები, ვილ ვერნონი და იური ვენდიკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერენ და ვიდეობს აქვეყნებენ.

„ქალბაჯარის რაიონში სომხები საკუთარ სახლებს წვავენ“, - აცხადებს იური ვენდიკი.

„დღევანდელი დღე მთიანი ყარაბაღის სოფელ დადივანკში გავატარეთ. რეგიონი ორ დღეში აზერბაიჯანს გადაეცემა. ბევრი ადგილობრივი ცლის საკუთარ სახლს და მიემგზავრება. ზოგიერთი კი საკუთარ სახლს ცეცხლსაც კი უკიდებს, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს“, - წერს ვილ ვერნონი.

შეგახსენებთ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს ქალბაჯარის რეგიონი 15 ნოემბრამდე უნდა გადასცეს.