მძიმე კადრები კლინიკიდან, სადაც კოვიდპაციენტები მკურნალობდნენ - რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
11:37 / 15-11-2020
BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გავრცელდა, სადაც ინტენსიური თერაპიის პალატა იყო განთავსებული და 16 ინფიცირებული მკურნალობდა. ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია.
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრის, ნელუ ტატარუს განცხადებით, საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.