loader

როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? - ვაქცინის შემქმნელი თარიღს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? - ვაქცინის შემქმნელი თარიღს ასახელებს

კოვიდ 19-ის ვაქცინის შემქმნელი, ბიოტექნიკური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი, პროფესორი უღურ შაჰინი ამბობს, რომ ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის ამოქმედდება, ნორმალურ ცხოვრებას კი მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შემუშავებულმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინის ეფექტურობა ჯამში 43 000 ადამიანზე გაიტესტა.

"მე მჯერა, რომ კორონავირუსის გადაცემა 90%-ით არა, მაგრამ 50%-ით მაინც შემცირდება. ეს მაჩვენებელიც სერიოზულად შეუშლის ხელს პანდემიის გავრცელებას", - ამბობს უღურ შაჰინი.

უღურ შაჰინი ვარაუდობს, რომ თუ ვაქცინის შემუშავების ყველა ეტაპი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის ხელმისაწვდომი უკვე წლის ბოლოსთვის ან 2021 წლის დასაწყისისთვის იქნება.