loader

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა

აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაჭრილებს შორის ერთი მოზარდია.

ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა, რომელიც, თვითმხილველების აღწერით თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცია, გაქცევა შეძლო.

ინციდენტის ადგილზე 50-მდე სამართალდამცავი იყო მობილიზებული.