loader

პირველად 44 წლის შემდეგ, მთვარიდან ადამიანებმა გრუნტი ჩამოიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველად 44 წლის შემდეგ, მთვარიდან ადამიანებმა გრუნტი ჩამოიტანეს

ჩინეთის ავტომატურმა-უპილოტო კოსმოსურმა სადგურმა „ჩანიე-5-მა“ დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა. აპარატმა კაფსულა ჩინეთის ჩრდილოეთში, შიდა მონღოლეთის რეგიონში ჩამოაგდო.

ჩინეთის აპარატი მთვარეზე 23 ნოემბერს გაფრინდა. მან მთვარის ნიადაგის ნიმუშები რიუმკერის მწვერვალთან, მთვარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აიღო. მათი გამოყენება კი დედამიწის თანამგზავრის ფორმირების პროცესების შესწავლის მიზნით მოხდება. ჩინეთი აქტიურად ჩაერთო მთვარის შესწავლის პროცესში და 2030 წლისთვის კოსმონავტების მთვარეზე გაშვებას და მოგვიანებით ბაზის აგებას გეგმავს. მსგავსი გეგმები აქვს რუსეთსაც.

ავტორი: ნინი გოგიშვილი