loader

კადრები თურქეთიდან, სადაც ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები თურქეთიდან, სადაც ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ერთ-ერთი კერძო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჟანგბადის სასუნთქი აპარატის აფეთქებამ გამოიწვია.