loader

კორონავირუსის ახალი შტამის გამო თურქეთი 3 ქვეყნიდან ავიარეისებს წყვეტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის ახალი შტამის გამო თურქეთი 3 ქვეყნიდან ავიარეისებს წყვეტს

თურქეთი კორონავირუსის ახალ შტამის გამო გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს დროებით წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ „ტვიტერში“ დაწერა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტისა და ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კოორდინაციის შედეგად მიიღეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დიდი ბრიტანეთიდან ფრენები უკვე აკრძალა.