loader

ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. თოვლმა და ყინულმა შეფერხება გამოიწვია 400-მდე ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც 1000-მდე ადამიანი გზებზე ჩარჩა. დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტიც. მადრიდის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა.

ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დედაქალაქში დიდი პარკები დახურა. შეჩერდა ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდსა და ქალაქ ალიკანტეს და ვალენსიას შორის. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა არააუცილებელი მგზავრობისგან თავი შეიკაოს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გზების გაწმენდისა და სამაშველო ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. მეტეოროლოგები მადრიდში მომდევნო დღეებში ცივ ამინდებს და ტემპერატურის მინუს 12 გრადუსამდე დაცემასაც პროგნოზირებენ.