loader

აშშ-ის ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სან-დიეგოს ზოოპარკის „საფარი პარკში“ რამდენიმე გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა პეტერსონმა განაცხადა, რომ ზოგიერთ გორილას ვირუსის სიმპტომები, მათ შორის, ხველა აღენიშნება.

გორილების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომაც დაადასტურა.

გორილებს ვირუსი, სავარაუდოდ, ზოოპარკის დაინფიცირებული თანამშრომლისგან გადაედოთ. აღსანიშნავია, რომ ეს პრიმატებში ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.