loader

ალექსეი ნავალნის დაკავების კადრები - როგორ დაემშვიდობა რუსი ოპოზიციონერი ცოლს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსეი ნავალნის დაკავების კადრები - როგორ დაემშვიდობა რუსი ოპოზიციონერი ცოლს?

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში დაბრუნდა, დააკავეს. პოლიციელებმა ნავალნი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა.

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლია დაკავებული.