"შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს" - ბილ გეითსი
პანდემიები ახალი რეალობის ნაწილია, ისევე, როგორც მსოფლიოში არსებობს მიწისძვრები, ტორნადოები და კლიმატის ცვლილებები, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
გეითსმა გადაწყვეტილების მიმღები პირები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსალოდნელი პანდემიის შესახებ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ისინი კოვიდ-19-ისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.
"ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ", - აღნიშნა ბილ გეითსმა.
მან ქვეყნების კოორდინირებულად მოქმედების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ მარტო ბრძოლას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს.