ათიათასობით ადამიანი ქუჩაში, გათიშული ინტერნეტი - რა ხდება მიანმარში, სადაც სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს
11:49 / 08-02-2021
შაბათს, 6 თებერვალს, მიანმარში უდიდესი საპროტესტო აქცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინტერნეტი ხარვეზებით მუშაობს და ძალიან რთულია ადგილობრივი სიახლეების გაშუქება, სოცქსელებში მაინც გავრცელდა აქციების კადრები. მოსახლეობა მოითხოვს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მიანი გათავისუფლდეს.