loader

რამდენი პროცენტით შემცირდა მსოფლიოს მასშტაბით, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები? - ჯანმოს მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი პროცენტით შემცირდა მსოფლიოს მასშტაბით, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები? - ჯანმოს მონაცემები

გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, წინა კვირასთან შედარებით, 17%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ჯანმოს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლო კვირის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი, 871 365 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.