გვინეაში ებოლას ეპიდემიაა - ეპიდემიის შესახებ ოფიციალურად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 3 ადამიანი დაიღუპა
13:46 / 15-02-2021
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში ებოლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებულია რამდენიმე ადამიანი.
ამასთან, ცნობილია, რომ გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს.
2013-16 წლებში 11 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ეპიდემიით დასავლეთ აფრიკაში. ებოლა გვინეაში დაიწყო.