"დააკავეს 19 ექსტრემისტი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული თავდასხმების მოწყობას გეგმავდა" - რუსული მედია
16:21 / 19-02-2021
"უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გამოავლინა ექსტრემისტების ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია „ტაკფირ ვალ-ჰიჯრასთანაა“ დაკავშირებული. თებერვალში ყირიმში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, კრასნოდარსა და როსტოვში 19 რადიკალი დააკავეს, რომლებიც, თავიანთი იდეების პოპულარიზაციისა და ახალი მომხრეების გადაბირების გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში დივერსიული მოქმედებებისა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ", - ნათქვამია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.