loader

ჯო ბაიდენი და ჯასტინ ტრუდო ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯო ბაიდენი და ჯასტინ ტრუდო ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ვიდეოფორმატში შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც პირობა დადეს, რომ ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ და კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად ერთად იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”შეერთებულ შტატებს კანადაზე უფრო ახლო მეგობარი არ ჰყავს. ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, პირველი სატელეფონო საუბარი და შეხვედრა სწორედ თქვენთან მქონდა“, - მიმართა ჯო ბაიდენმა ჯასტინ ტრუდოს.