loader

დღეიდან პოლიცია დამნაშავეს გორგოლაჭებით აედევნება - პაკისტანში მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან პოლიცია დამნაშავეს გორგოლაჭებით აედევნება - პაკისტანში მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

პაკისტანში სამართალდამცველები დევნის უჩვეულო პრაქტიკას ითვისებენ. საქმე იმაშია, რომ პოლიციას დაურიგდა გორგოლაჭები, რომელთა მეშვეობით ისინი დამნაშავეს აედევნებიან.

პოლიციის სპეცგანყოფილება ვარჯიშობს იმისთვის, რომ გორგოლაჭებზე გადაადგილება 20-მილიონიან ქალაქში მარტივად მოახერხოს და მეტად მანევრირებადები იყვნენ. 

როგორც სამართალდამცავ ორგანოში აცხადებენ, პაკისტანში ხშირია წვრილი ქურდობები: მოქალაქეებს ჯიბეებიდან ჰპარავენ საფულეს ან საბუთებს და ვიწრო ჩიხებში გარბიან. გამომდინარე აქედან, გორგოლაჭებით სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ დამნაშავის დაჭერას.