loader

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მან ვაქცინის უსაფრთხოების საკითხი ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანთან, ბრენდან მერფისთან განიხილა, რომელიც არ თვლის, რომ ავსტრალიაში AstraZeneca-ს ვაქცინის კლასიფიკაციის შეცვლა საჭიროა.

ავსტრალიის პრემიერმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება დროებით, თრომბის შემთხვევების გამოკვლევის პროცესის მიმდინარეობის გამო შეაჩერა.