კაპიტოლიუმი მთლიანად ჩაკეტეს - ტერიტორიაზე მობილიზებულია ვაშინგტონის ეროვნული გვარდია
22:51 / 02-04-2021
აშშ-ში, კაპიტოლიუმთან შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პირველადი ინფორმაციით დაჭრილია სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის არის პოლიციელიც. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ბარიკადების გარღვევა მანქანით სცადა, რის შედეგადაც დაშავდა ორი პოლიციელი. დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია.
კაპიტოლიუმი დაიხურა, ტერიტორიაზე მობილიზებულია ვაშინგტონის ეროვნული გვარდია.