loader

დიმიტრი პესკოვი - ბაიდენი-პუტინის სამიტი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიმიტრი პესკოვი - ბაიდენი-პუტინის სამიტი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის სამიტი ზაფხულშია დაგეგმილი, მაგრამ ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ შესათანხმებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გაჟღერდა გარკვეული წინადადებები. ჯერჯერობით თარიღს ვერ დავადასტურებ. თარიღზე ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ ზაფხულის თვეებზე. მრავალი ფაქტორი ჯერ კიდევ გასაანალიზებელია, რომ საბოლოო შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.