loader

ინდოეთში საერთაშორისო დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში საერთაშორისო დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს

ინდოეთში საერთაშორისი სამედიცინო დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ჟანგბადის კონცენტრატორი ნიუ-დელის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა.

ინდოეთს დახმარებას სხვა ქვეყნებიც დაჰპირდნენ, მათ შორის: შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და პაკისტანი.

„გერმანიის მთავრობა სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ინდოეთისთვის დახმარების გაწევა უზრუნველვყოთ. გვსურს, გავაკეთოთ ყველაფერი, რითიც შეგვიძლია, ინდოეთს დავეხმაროთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.