loader

"მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს" - ჯანმო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს" - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს.

როგორც ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.7 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია.

ამასთან, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 38% ინდოეთზე მოდის. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მატულობს.

გასული კვირის განმავლობაში ვირუსს 87 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 5%-ით მეტია.