loader

უმძიმესი კადრები - რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები - რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ათობით ადამიანი დაიღუპა ჭყლეტის შედეგად რელიგიურ ფესტივალზე ისრაელში. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოვიდ-რეგულაციების მიუხედავად, მერონის მთაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე მათგანს კიბეზე ფეხი დაუცურდა, რამაც მეტი ადამიანის წაქცევა და ჭყლეტა გამოიწვია.

ისრაელის მედიის ცნობით, დაიღუპა 44 და დაშავდა 100-ზე მეტი პირი. მაშველებმა ადგილიდან დაშავებულების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების მანქანებიც. მომხდარს უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.