loader

ისრაელმა ღაზაში მრავალსართულიანი შენობა გაანადგურა - მედიის ცნობით, შენობაში ტერორისტთა ჯგუფების სხვადასხვა მეთაური ცხოვრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა ღაზაში მრავალსართულიანი შენობა გაანადგურა - მედიის ცნობით, შენობაში ტერორისტთა ჯგუფების სხვადასხვა მეთაური ცხოვრობდა


ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში მრავალსართულიანი შენობა „ალ-შურუკი“ გაანადგურა მას შემდეგ, რაც იქ მყოფებს რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ შენობა დაეტოვებინათ - ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს 10-სართულიანზე მაღალი მესამე შენობაა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიმდინარე ბრძოლის ეტაპზე გაანადგურეს.

ისრაელის მედიის ცნობით, შენობაში ტერორისტთა ჯგუფების სხვადასხვა მეთაური ცხოვრობდა.

მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავების მხრიდან ბომბების ჩამოყრამდე, არაერთი გამაფრთხილებელი სიგნალი განხორციელდა, რომ ხალხს შენობა დაეტოვებინა.

ვიდეო: ვიზიონერი • Visioner