loader

„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა - უახლესი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა - უახლესი კადრები


„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების - აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „საუთ ალ-აქსა“ ავრცელებს.

ამასთან, ებრაული მედია იუწყება, რომ ადგილობრივი დროით 19:20 საათზე განგაშის სირენის ხმა ისმოდა ხოლონში, რიშონში, ლეციონში, იავნეში, შფელას ოლქსა და ისრაელის სამხრეთ რაიონებში, მათ შორის აშკელონში.

სასწრაფო დახმარების სამსახური სდეროთში სამი დაჭრილის შესახებ იუწყება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.