loader

ღაზასა და ისრაელში დაღუპულების რაოდენობა 70-ს აჭარბებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღაზასა და ისრაელში დაღუპულების რაოდენობა 70-ს აჭარბებს

"ჰამასის" მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაჯგუფების რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა და ღაზაში მდებარე კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა განადგურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სდეროთზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ორშაბათიდან დღემდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 67 ადამიანი, მათ შორის, 14 ბავშვი არის დაღუპული.