loader

ჯო ბაიდენი იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალს აფართოებს, რომლებშიც ამერიკული ინვესტიციების განხორციელება იკრძალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯო ბაიდენი იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალს აფართოებს, რომლებშიც ამერიკული ინვესტიციების განხორციელება იკრძალება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო გაზარდა იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალი, რომლებშიც ამერიკული ინვესტიციის განხორციელება იკრძალება. მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს 59 კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის ფლობას ან ვაჭრობას უკრძალავს. თავდაპირველი ბრძანება, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნოემბერში მოაწერა, 31 ჩინურ კომპანიას ეხებოდა, რომლებიც, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ხელს უწყობდნენ ჩინეთის სამხედრო ძალების განვითარებასა და მოდერნიზაციას და პირდაპირ ემუქრებოდნენ აშშ-ის უსაფრთხოებას.