loader

პრეზიდენტს აღლუმის დროს გული წაუვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტს აღლუმის დროს გული წაუვიდა

ზამბიის პრეზიდენტ ედგარ ლუნგუს ქვეყნის დედაქალაქ ლუსაკეში გამართულ აღლუმზე გული წაუვიდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Zambia Watchdog-ი ავრცელებს.
კვირას ქვეყანაში აღინიშნებოდა შეიარაღებული ძალების დღე. დამსწრეთა შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი ედგარ ლუნგუ, რომელმაც მოულოდნელი თავბრუსხვევა იგრძნო.
"ის მალევე მოვიდა გონზე და სახელმწიფო ავტომობილით თავის რეზიდენციაში დაბრუნდა. პრეზიდენტი მოქალაქეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს სახელმწიფო მეთაურის მოვალეობების შესრულებას." - ნათქვამია განცხადებაში.