loader

ბელარუსს მორიგ სანქციებს უწესებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელარუსს მორიგ სანქციებს უწესებენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სანქციები, რომლებიც Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს უკავშირდება, ევროკავშირის ელჩებმა ოთხშაბათს დაამტკიცეს, საგარეო მინისტრები კი მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციების სამიზნე ბელარუსის საავიაციო სექტორთან დაკავშირებული მინიმუმ 7 პირია.