loader

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის შტატის, კების ერთ-ერთი სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელებმა ერთი პოლიციელი მოკლეს. ნიგერიის სკოლებში გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით მოსწავლეების გატაცების ფაქტები ხშირია. სტატისტიკის თანხმად, ბანდიტურმა დაჯგუფებებმა გასული წლის დეკემბრიდან დღემდე ნიგერიის სხვადასხვა სკოლიდან 800-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს, მათი ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.