loader

ავსტრალიის 7 ქალაქში "ლოქდაუნი" გამოცხადდა, ხელისუფლების "შინ დარჩენის" განკარგულება 12 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის 7 ქალაქში "ლოქდაუნი" გამოცხადდა, ხელისუფლების "შინ დარჩენის" განკარგულება 12 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება

ავსტრალიის ხელისუფლებამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით შვიდ ქალაქში „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „შინ დარჩენის“ განკარგულება ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს - 12 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.

ავსტრალიაში, რომელმაც კორონავირუსი თითქმის დაამარცხა და სადაც მიმდინარე წლის განმავლობაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მხოლოდ 1 შემთხვევაა დადასტურებული, ბოლო პერიოდში „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა და გასული დღე-ღამის განმავლობაში 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა.