loader

ჯანმო-ს ხელმძღვანელის საგანგებო მიმართვა - "მესამე ტალღის საწყის ეტაპზე ვართ, კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტები ჩნდება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანმო-ს ხელმძღვანელის საგანგებო მიმართვა - "მესამე ტალღის საწყის ეტაპზე ვართ, კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტები ჩნდება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, ზედიზედ მეოთხე კვირაა მსოფლიოში დაინფიცირების შემთხვევები მატულობს, 10-კვირიანი შემცირების შემდეგ კი კვლავ გაიზარდა კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვიც.

ამასთან, ჯანმოს ხელმძღვანელის განმარტებით, ვირუსი განვითარებას განაგრძობს, რის შედეგადაც უფრო გადამდები ვარიანტები ჩნდება.

"დელტა ვარიანტი ახლა 111-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ველით, რომ ის მალე კოვიდ 19-ის დომინანტური შტამი გახდება მსოფლიოში", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემიას მხოლოდ ვაქცინაცია ვერ შეაჩერებს და მოუწოდა ქვეყნებს, ყველა ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი და სოციალური ზომა გამოიყენონ და მასობრივი თავშეყრების მიმართ რისკის მართვის სრულყოფილი მიდგომა გამოიჩინონ.