loader

"განაცხადა, რომ გააღიზიანა ბედნიერი ქალების დანახვამ და მათი მოკვლის სურვილი გაუჩნდა" - მამაკაცმა ტოკიოს სამგზავრო მატარებელში 10 ადამიანი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განაცხადა, რომ გააღიზიანა ბედნიერი ქალების დანახვამ და მათი მოკვლის სურვილი გაუჩნდა" - მამაკაცმა ტოკიოს სამგზავრო მატარებელში 10 ადამიანი დაჭრა

"მამაკაცმა ტოკიოს სამგზავრო მატარებელში 10 ადამიანი დანით დაჭრა", - ინფორმაციას Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმაში ეჭვმიტანილმა, რომელიც პოლიციამ შემთხვევიდან მცირე ხანში დააკავა, განაცხადა, რომ გააღიზიანა ქალების დანახვამ, რომლებიც ბედნიერები ჩანდნენ და მათი მოკვლის სურვილი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი, სტუდენტი გოგონა მძიმედაა, დანარჩენებს კი - მსუბუქი ჭრილობები აქვთ მიყენებული.